სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა.
შეკითხვაზე, გახდება თუ არა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად გათვალისწინებულია პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გამოიტანს ასეთ განაჩენს, პარლამენტი ვალდებულია, დეპუტატს შეუწყვიტოს უფლებამოსილება.