გიორგი კაკაურიძე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ენმ-ს წევრებს აცნობს
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აცნობს. უმცირესობის წევრებს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვით ნაწილთან კრიტიკული შენიშვნები აქვთ.
საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ, გიორგი კაკაურიძე შეხვედრას უმრავლესობის ფრაქციის „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრებთან გამართავს.