მორიგი განცხადება პირველი არხის წინააღმდეგ.
თაკო ჩარკვიანის პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროატლანტიკური თემების გაშუქებას მწირი დრო ეთმობა. საკითხზე დღეს პარტიის „კანონი და სამართალი“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა ილაპარაკა. პარტიაში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს პრობლემები და მათი მოგვარების გზად გენერალური დირექტორის არჩევის წესის შეცვლას ხედავენ. კონკრეტულად კი საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს. მაუწყებლის დირექტორის არჩევის წესის ცვლილება ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.
პარტიის განცხადებას საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი ეხმაურება. გიორგი გვიმრაძე ყველა პოლიტიკურ ძალას ახსენებს, რომ საზოგადობრივი მაუწყებელი დამოუკიდებელია ყველა პოლიტიკური ძალისგან, ეკუთვნის საზოგადოებას და არა ხელისუფლებას ან ოპოზიციას.