გიორგი გვიჩიანის პრესკონფერენცია

წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალებულმა გიორგი გვიჩიანმა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საზოგადოებამ ხმის მიცემისას უნდა გააცნობიეროს ის საფრთხეები, რაც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების გამარჯვებას მოჰყვეს.

მისი თქმით, 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გირგვლიანის საქმის გადასაფარად დააკავა. გვიჩიანის განმარტებით, მაშინდელი პროკურატურა გარკვეული პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდა, უარის შემდეგ კი, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მისი თქმით, საპატიმროში მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 11 წელი გაატარა, ხოლო მთავრობის ცვლილების შემდეგ, ხელახალი საქმის წარმოების შედეგად გათავისუფლდა.