ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წერილს, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.
პუბლიკაციაში, საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.
აღნიშნულ სტატიას ეხმაურებიან თბილისში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრემიერი სწორ აქცენტებს აკეთებს და აუცილებლია ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მუდმივად აქტუალური იყოს.