არანაკლებ მწვავე განცხადებების ფონზე ჩაიარა „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრამ.
ფრაქციის ფორმატში მიმდინარე მოსმენის დროს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. შეკითხვები ძირითადად 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა. ოპონენტებმა პრემიერობის კანდიდატი ხალხზე ძალადობაში დაანადაშაულეს და ჰკითხეს, რატომ შემოუშვა მისმა ყოფილმა უწყებამ რუსეთის დუმის დეპუტატი, გავრილოვი საქართველოში, იყვნენ თუ არა დემონსტრანტები აქციის დაშლის წინ გაფრთხილებულები და რა ტიპის ტყვიები გამოიყენა სპეც-რაზმმა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოპონენტებს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი და ერთ-ერთ დეპუტატს 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვია გადასცა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, მისი მინისტრობის დროინდელი გახმაურებული საქმეები და სპეც-ოპერაციებიც გაახსენეს.
პრემიერობის კანდიდატი დღევანდელი შეხვედრებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება არ მიეცა.