„საქართველოსთვის“ – ახალი პოლიტიკური გაერთიანება. გიორგი გახარია, თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, ყოფილი თანამოაზრეებითა და ახალი სახეებით პოლიტიკაში დაბრუნდა. რა გეგმა აქვს ექსპრემიერს ამჯერად და რა პირობას აძლევს საზოგადოებას.
სიმართლე და ქმედება – კიდევ რა მთავარი აქცენტები გააკეთა ახალი სტატუსით გამოჩენილმა გახარიამ, როგორ ახსნა თავის დროზე „ოცნების“ პირველმა ნომერმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება და რა არის ახალი პოლიტიკური გაერთიანებისთვის მთავარი გამოწვევა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გეგმასა და კანდიდატებზე ისაუბრა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც წარადგინა.
როგორია გიორგი გახარიას პასუხები კითხვებზე, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურად ისმის, თამუნა წიკლაური მოგვიყვება.