პარლამენტმა გიორგი გახარიას მოუსმინა. საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი პლენარული სესია „მინისტრის საათს“ სრულად დაეთმო.
გიორგი გახარიამ მოხსენება წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მას სულ 43-მა კანონმდებელმა დაუსვა შეკითხვა. მათ შორის იყო პანკისის ხეობის საკითხი, თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიასა თუ სხვა გახმაურებული საქმეები, კრიმინოგენული ვითარება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
შს მინისტრმა ვრცლად ილაპარაკა პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალების შეყვანაზე, დავით გარეჯის პრობლემის გადაჭრის გზებზე, ასევე გამოეხმაურა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეს და აღნიშნა, რომ მასალის გასაჯაროების პირველწყარო უახლოეს მომავალში გამოვლინდება.