მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას გუშინდელი მიმართვა პოლიტიკური კომენტარების თემაა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადი ინტერესების გამო, ისტორიის არასწორ მხარეს დგომა არჩია.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებებით, გახარია საკუთარი უუნარობის გადაფარვას ცდილობს. ექსპრემიერის თანაგუნდელები კი გახარიას პოზიციას სრულად იზიარებენ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ.