ექვსმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას გიორგი გახარიასთან ერთად ქმნიან.
დღეს, 12 საათზე გაკეთებული განცხადება პარლამენტში შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. საკითხს ეხმაურება როგორც „ქართული ოცნება“, ისე ოპოზიციური სპექტრი.
თეონა მანაგაძე გვეტყვის დეტალებს.