პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება მხოლოდ დასაწყისი, გასავლელი გზა კი იქნება რთული და კომპლექსური. გახარია მოუწოდებს როგორც მთავრობას ასევე ოპოზიციას, ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს იყვნენ ერთიანი.