საქართველოს ხელისუფლების მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით და ამასთანავე აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ტვიტერზე“ დაწერა. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შესატანად ემზადება. კონკრეტული ნაბიჯებისა და გეგმების შესახებ შეფასება საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც გააკეთა.