გიორგი გახარიას განცხადება

„გახარია საქართველოსთვის“ ამომრჩეველთა სრული ბაზის ნეიტრალური და ობიექტური პლატფორმისთვის გადაცემას ითხოვს.

როგორც გიორგი გახარია აცხადებს, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნულ ბაზაში უნდა შეეძლოთ, გადაამოწმონ შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში; რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა. პარტიის ლიდერის თქმით, მონაცემის გადამოწმება არჩევნების შესაძლო გაყალბების დადგენას შესაძლებელს გახდის.