გიორგი გახარიას განცხადება - გამოხმაურებები

„საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ხელისუფლება კი საფრთხეს გვიქმნის“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება. გიორგი გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მზადაა ქვეყნის მომავალი გაცვალოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაში. გიორგი გახარიას თქმით, ის გააკეთებს ყველაფერს და გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ საქართველომ ახლა არ დაკარგოს ევროპული პერსპექტივა. გახარიას განცხადებით, მან მიმართა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

განცხადებას გამოეხმაურა პოლიტიკური სპექტრი.