გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იწყებს ბრძოლას. წარდგენამდე კალაძესა და გახარიას შორის შეხვედრა შედგა. ეს დისკუსია თავდაპირველად უარყვეს პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, მოგვიანებით კი, დაადასტურეს, მას შემდეგ, რაც თავად კალაძემ განაცხადა, რომ აუდიენცია მათ შორის მერიაში გაიმართა. პარტიაში „საქართველოსთვის“ განმარტავენ, რომ გიორგი გახარიამ უარყო არა კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი, არამედ საუბრის თემა, რომელზეც საზოგადოებას ინფორმაცია ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ მიწოდეს. მათი განმარტებით, კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე იყო.