გახარია-ხაზარაძის არშემდგარი ალიანსი შეფასებების თემაა პოლიტიკოსებში. რატომ ჩაიშალა პრეზიდენტის ინიციატივა და რაზე ვერ შეთანხმდნენ პარტიების ლიდერები. მიზეზებზე განმარტებები რამდენიმე წუთის წინ გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, საარჩევნო სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე, მოლაპარაკებების დაწყება შეცდომა იყო.