გიორგი გახარიას ახალი პარტიის დაფუძნება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„საქართველოსთვის“ – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომლის დამფუძნებელი კონფერენციაც დღეს, 17:00 საათზე დაიწყება. სწორედ დღეს გახდება ოფიციალურად ცნობილი, ყოფილი პრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმები.

პოლიტიკური გაერთიანების პირველი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში გაიმართება, სადაც სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. საზოგადოებას წარუდგენენ გიორგი გახარიას პარტიის შემადგენლობასაც.

ქართულ პოლიტიკაში ახალი აქტორის გამოჩენა პოლიტიკური შეფასებების თემაა.