გიორგი გახარიამ ცხრაწყაროს საგუშაგო დაათვალიერა

გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა. მინისტრი თავდაპირველად სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზას ეწვია, ახლადგახსნილი ცხრაწყაროს საგუშაგო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

პროექტის ფარგლებში ბაზაზე შეიცალა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაც. გიორგი გახარიამ, ბორჯომში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე ინფრასტრუქტურაც მოინახულა, სადაც ახალი სახანძროს შენობის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და 29 მანქანით, მთლიანად ბორჯომს მოემსახურება.