გიორგი გახარიამ შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას დამატებით დინამიკას შესძენს.
„მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიკურობის შესაძენად“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.
კელი დეგნანმა ფიცი უკვე დადო. ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. პროცესს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი ესწრებოდა.