გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობასა და სოლიდარობას უცხადებს.
„ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს საგარეო უწყებაც. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ახლო მოკავშირესა და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულების ოჯახების მწუხარებასა და ყველა დაშავებულს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერია განცხადებაში.