გიორგი გახარია შიდა ქართლში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასა და თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი გახარია ახალ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახს ესაუბრა. 86 წლის დათა ვანიშვილმა მინისტრს იმ სირთულეებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც ის და მისი მეუღლე ოკუპანტებისგან ყოველდღიურად აწყდებიან.
გიორგი გახარიამ ხურვალეთისა და ერედვის რაიონული სამმართველოს ნადარბაზევის საგუშაგოებიც მოინახულა. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნისა და არსებულ გამოწვევებზე რაციონალური რეაგირების მნიშვნელობას.