წინასწარი პროგნოზი გამართლდა. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
დღეს დილით, შინაგან საქმეთა მინისტრი მთავრობის მეთაურად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ წარადგინა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება. ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური შეირჩა. ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება.
პრემიერობის კანდიდატი საჯაროდ პირველად 2013 წელს გამოჩდა, როცა ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტი დაიკავა. იყო პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკის მინისტრი, 2017 წლის ნოემბრიდან კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. სხდომას, სადაც ახალი პრემიერის კანდიდატურა საბოლოოდ შეთანხმდა, წინამორბედიც ესწრებოდა.