პროგნოზი გამართლდა, პოლიტიკაში დაბრუნება საჯაროდ დაანონსდა – თანამდებობიდან გადადგომიდან ერთ თვეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეკამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა. მისი გეგმების ლოდინი საზოგადოებას დიდი ალბათობით დიდხანს არ მოუწევს.
„დროებით, მალე შევხვდებით“, – ეს ექს-პრემიერის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია. როგორც ჩანს, მთავრობის ყოფილ მეთაურს გუნდის დასაკომპლექტებლად კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. დღევანდელი განცხადების გაკეთების დროს სახლიდან გამოსულ გახარიას თან ახლდნენ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე და „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი.
გახდება თუ არა გიორგი გახარია მესამე პოლიტიკური ძალა – მმართველი გუნდი მათი საარჩევნო სიის ყოფილი პირველი ნომრის მიერ ახალი ოპოზიციური ძალის შესაძლო შექმნას მიესალმება.
რეაქციები ნეგატიურია ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციის რიგებში.