გიორგი გახარია პარტიას აფუძნებს - პოლიტიკური შეფასებები

გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმები ოფიციალურად ცნობილი ხვალ გახდება. სწორედ ხვალ გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია. ხვალვე გვეცოდინება, თუ ვინ იქნებიან ახალი პოლიტიკური პარტიის წევრები. თუმცა, დღეს გიორგი გახარიას გუნდში წასვლა ოფიციალურად დაადასტურეს პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ. დოლიძის განცხადებით,  ახალი პარტიის დაფუძნებით ჩნდება შანსი, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდს არა აგრესიაზე, არამედ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. ხვალინდელი ღონისძიების დეტალებზე არ საუბრობენ არც გახარიას გუნდის ის წევრები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს და საკანონმდებლო ორგანოში გახარიას გუნდის სახელით საქმიანობენ.

პოლიტიკურ ველზე ახალი პარტიის გამოჩენასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში გაკეთდა შეფასებებიც.

მოამბე