გიორგი გახარია - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა შესაცვლელია
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონმდებლობა შესაცვლელია, ამ დროისთვის დახურული ღამის კლუბები კი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 6-საათიანი დებატების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 13 მაისს სიტუაციის განმუხტვაში მიიღეს მონაწილეობა. მინისტრი ამბობს, რომ ღამის კლუბები მას შემდეგ გაიხსნება, რაც საგამოძიებო ღონისძიებები დასრულდება, თუმცა, კონკრეტულ დროს არ ასახელებს. გიორგი გახარია პირველი მინისტრია, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში დებატების ფორმატში წარდგა.
მინისტრმა კანონმდებლებს დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო.