ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. განმუხურის გარდა, გახარია საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე, ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.