გიორგი გახარია აშშ-ს ელჩს და ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის და აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს, მონიკა დორადოს შეხვდა.
გიორგი გახარიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის განვითარების მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული პროექტებისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მონიკა დორადოს მადლობის ნიშნად სამინისტროს მედალი გადასცა.