კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ეთნოგრაფიის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას „შრომების“ ხუთტომეულის პრეზენტაცია გაიმართა. ხუთტომეული სამეცნიერო მემკვიდრეობის სრული გამოცემაა და წარმოაჩენს ქართული ეთნოსის ეროვნულ სიმდიდრეს, მიღწევებსა და ადგილს მსოფლიოს ხალხთა კულტურის საგანძურში.
ხუთტომეულის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს გიორგი ჩიტაიას ეროვნული მემკვიდრეობა. მასში თავმოყრილი და განზოგადებულია საქართველოში ეთნოგრაფიული აზრის განვითარება უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, გამოკვლეულია ქართველი ხალხის წარმომავლობა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ხუთტომეული გამომცემლობა „მერიდიანში“ დაიბეჭდა და მისი მთავარი რედაქტორი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსი როინ მეტრეველია.