„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საუბარია საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც საერთო პოსტს აზიარებენ, სადაც ნათქვამია, რომ ყველა, ვინც მიმდინარე აქციაში მონაწილეობს, მომხრეა საქართველოს ომში ჩართვის.