გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში.
ჩემპიონატი ბათუმში გრძელდება. მონაწილეობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდები. მეორე ეტაპის გახსნით თამაშებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალიც ესწრებოდნენ. ტურნირში პირველად მონაწილეობენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტებიც. გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება.