საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს სოფელ ქვემო ალვანში. სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.