გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მის მშობლიურ სოფელ ალვანში პატივი მიაგეს

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს დღეს მის მშობლიურ სოფელ ალვანში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცები მისი სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ და ყვავილებით შეამკეს, აღევლინა გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც.

9 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს ომში, ერთ-ერთი შეტაკების დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა, რომლებმაც განსაკუთრებული სისასტიკით, წამებით მოკლეს.