2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ. მათ ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს. გიორგი ანწუხელიძის ოჯახს მე-4 ქვეითი ბრიგადის სახელით ქვედანაყოფის გერბი გადაეცა.