საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ მეუფე იაკობისა და სხვა სასულიერო პირების განცხადებებს, საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ეხმაურება.
გიორგი ანდრიაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მისი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებრივი არენიდან მის გაძევებას. გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუციაა და პრობლემა უშიშროების სამსახურს უნდა მოეგვარებინა. ანდრიაძე ასევე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე განხეთქილებაში გარე ძალების ინტერესებსაც ხედავს.