განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა – გიორგი ამილახვარმა ამის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უწყება მან გასული წლის მარტში ჩაიბარა, მანამდე კი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა პრემიერი და გაწეული სამსახურისთვის მას მადლობა გადაუხადა. მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი დანაკლისია საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად მმართველი გუნდისთვის. ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა, – წერს ირაკლი კობახიძე.
რა მიზეზით გადადგა გიორგი ამილახვარი და ვინ გადაიბარებს განათლების სამინისტროს – თამარ ნადარეიშვილი ესწრებოდა ბრიფინგს და საუბარს ახლა ის განაგრძობს.