დაუჯერებელია, მაგრამ ამ ადამიანმა, თავისი ცხოვრების განმავლობაში 40-მდე ენის ბგერითი სისტემა გამოიკვლია.
31 წლის იყო, როდესაც ივანე ჯავახიშვილთან და მის თანამოაზრეებთან ერთად, პირველი ქართული უნივერსიტეტი დააფუძნა და ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას ჩაუდგა სათავეში.
ამ დარგში პირველი საუნივერსიტეტო კურსიც მან წაიკითხა და, ზოგადად, პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოც მან გამოსცა ქართულ ენაზე.
თბილისის უნივერსიტეტში დაცულ პირველ დისერტაციასაც მან გაუწია ოპონირება და უნივერსიტეტის წიგნთსაცავის პირველი ხელმძღვანელიც თავად იყო. ეს ყველაფერი კი უმნიშვნელო ნაწილია იმ საქმეებისა, რაც გიორგი ახვლედიანის სახელს უკავშირდება. ყველაფერი კი მე-19 საუკუნის ბოლოს მაღალმთიანი საქართველოს ერთ პატარა სოფელ დერჩიში დაიწყო.
მანანა ხიდაშელისა და ბესიკ გაფრინდაშვილის დოკუმენტური ფილმი „გიორგი ახვლედიანი“
დოკუმენტური ფილმები