გიგი უგულავას თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე

ჟურნალისტის კითხვით უკმაყოფილო გიგი უგულავამ „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცესკო-სთან აქციაზე მყოფ ოპოზიციის ლიდერს კითხვა არ მოეწონა, რის გამოც ჟურნალისტს დაუპირისპირდა და „სუს-ის თანამშრომელი“ უწოდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის უკმაყოფილება აქციის მონაწილეების მხრიდან ქვების სროლის შესახებ დასმულ კითხვას შეეხებოდა. ეს არაა პირველი შემთხვევა, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც წინა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები მათთვის არასასურველი კითხვების გამო მედიაზე თავდასხმას ახორციელებენ და ემუქრებიან.

მომხდარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გუშინდელი მუქარა ჟურნალისტის მიმართ მხოლოდ არხის არქივად არ დარჩება.