გიგი უგულავას საარჩევნო კამპანია

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ზუგდიდში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე პარტიის პროპორციული სიის წევრი ბათლომე შელია წარადგინა.

შელია უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეა. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ზუგდიდს აქვს შანსი ჰყავდეს ორი პარლამენტარი. „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებით, მათ საპარლამენტო არჩევნებისთვის აქვთ ღია სია და პარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი იმ რეგიონულ წარმომადგენლებს ექნებათ, რომლებიც საკუთარ ოლქებში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.