გიგი უგულავას საარჩევნო კამპანია

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში, გიგი უგულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში საარჩევნო კამპანია ტურისტული ავტობუსით დაიწყო. მისი თქმით, მას თან ახლავს ფოტოგრაფი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, რომელიც ყველა სოფელს გადაიღებს და პოპულარიზაციას სოციალური ქსელით გაუწევს. უგულავას თქმით, შეხვედრებზე ამომრჩევლებს „ევროპული საქართველოს“ სამომავლო გეგმებს გააცნობს და დაინტერესდება მათი პრობლემებით.