„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი დასახელდეს. გაცხადება ამის შესახებ უგულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ინიციატივის კონსოლიდაცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ამიტომ, ის უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად ახლა, რომ არჩევნების ღამეს არ იყოს არანაირი ტორტმანი. ეს ერთადერთი გზაა 26 ოქტომბრის 8:30 გამარჯვებულმა ოპოზიციამ გაიფორმოს გამარჯვება და მიიღოს სწრაფი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამით რეჟიმის კრახი გახდება მშვიდობიანი, უმტკივნეულო, რაც მთავარია, თავიდან ავიცილებთ პოლიტიკური შურისძიების მორევს. ცხადია, ასეთ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია და აღდგენილია თავის უფლებებში, იყოს თავისუფლად ჩართული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში.“- წერს გიგი უგულავა. უგულავას ინიციატივას გამოეხმაურა მმართველი გუნდი.