საგანგებო ბრიფინგი გამართა ზუგდიდში „ევროპული სასამართლოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის შტაბმა, „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებს ჩიქოვანის პლაკატები გადააკრა. უგულავა ფაქტს დღეს ზუგდიდში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტუმრობას უკავშირებს. უგულავა მომხდარზე განცხადების შეტანას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში გეგმავს.