ლანჩხუთში, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც გურიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და ახლა „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.
გიგი უგულავას განცხადებით, მათთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა კატეგორიულად მიუღებელია. „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დღეს „ქართული ოცნების“ ცხრა მხარდამჭერი შეუერთდა.