გიგი უგულავა ვანისა და ხონის მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუქციას აცნობს
პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა ადგილობრივ მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუქციას აცნობს. ადგილობრივ მოსახლეობას კანდიდატი პლანტაციების შეწამვლისა და პრეპარატის გამოყენების წესებს უხსნის.
გიგი უგულავა ამბობს, რომ მოსახლეობას საერთოდ არ აქვს ინფორმაცია პრეპარატ ,,ზონდერის’’ გამოყენების წესებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ დასრულდა ფატალურად რამდენიმე დღის წინ შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი მოსახლე არასწორად შესრულებული სამუშაოს შედეგად გარდაიცვალა.