“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი გახდა. გიგი წერეთელი უკვე კოპენჰაგენში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ეს პირველი შემთხვევაა საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქართველი პოლიტიკოსი გახდა.