26 წლის გიგი გეგეჭკორს უკვე მე-6 დღეა უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის მეგობრებთან ერთად წითელსოფელში, ერთ-ერთი მეგობრის აგარაკზე იმყოფებოდა.
9 მარტის საღამოს ის დუშეთისკენ მიმავალ ავტომობილში ჩაჯდა. ბენზინგასამართი სადგურის კამერამ დააფიქსირა, რომ 300 მეტრში ის ავტომობილიდან ჩამოვიდა და უკვე თბილისის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის გაჩერებას ცდილობდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის კვალი დაიკარგა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.