ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით, ადგილობრივი გიდების მოსამზადებელი პროგრამა განხორციელდა. ამბროლაურის ტურისტულ ცენტრში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მერის მოადგილესთან და გიდების ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში. ინტენსიური სასწავლო პროგრამა დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდებისთვის თეორიულ ლექციებს, ასევე ინტერაქტიულ სემინარებს მოიცავდა. კურსის მიზანი გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი ნორმებით პროფესიული უნარების ელემენტების პრაქტიკული დემონსტრაცია და ათვისება იყო.