ფარულ ჩანაწერს „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი ეხმაურება. ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეთანხმება და ფიქრობს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გადასახადების ფონზე, კომპანიისთვის რაიმე შეღავათის გაწევაზე საუბარი შეუძლებელია.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიის“ მიმართ ლევან ყიფიანის დაინტერესებას, გია ვოლსკის თქმით, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.