ამერიკასთან პარტნიორობის გაღრმავება, ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების შემოტანა და საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევა – ამ თემებზე ისაუბრა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გია ჯაფარიძემ. მისი განცხადებით პარტია მუშაობს ამერიკელ პარტნიორებთან, რათა არსებული გამოწვევების დაძლევა შეძლოს. ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ საბანკო მონოპოლიისგან უნდა გათავისუფლდნენ. მისივე ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აგრძელებენ ვიზიტს ჩიკაგოში, სადაც მიწვეული არიან ამერიკის „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე.