ღვთისმშობლის შობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში რესტავრირდა ტაძრის ფასადი, სამხრეთ კოშკი, კიბეები და ვიტრაჟები. რესტავრაციის პირველი ეტაპის ფარგლებში შეკეთდა ტაძრის სახურავი, მოეწყო წყალსაწრეტი სისტემა და სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეზოში არსებულ ღობეს, მოეწყო გარე განათების სისტემა.

ბათუმის საკათედრო ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ბათუმის მერი.