ღვინოს და კინოს ერთმანეთთან ახალი ფესტივალიც დააკავშირებს. მეგობრების იდეა რეალობად იქცა. 8 ნოემბერს ღვინისა და კინოს ფესტივალის ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი. ეს იქნება ქართული და უცხოური ფილმების ჩვენებების და ღვინის გამოფენის სინთეზი. საფესტივალო დღეებს წინანდალი უმასპინძლებს.
კინო ღვინისთვის და ღვინო კინოსთვის – ეს არის ფესტივალი მთავარი აზრი, ღონისძიება კი სამი დღის განმავლობაში ერთად მოუყრის თავს ქართველ და უცხოელ სომელიეებსა და რეჟისორებს. კინოჩვენებების პარალელურად ქართველ კინომწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკელ პროდიუსერებთან იმუშაონ და საკუთარი პროექტები განავითარონ.